მოსავლის შემდგომი ინფრასტრუქტურა და ცივი ჯაჭვის სისტემები

გაეცანით ჩვენს სრულ სერვისებს
FrigoGeo სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამაცივრე მეურნეობის დაგეგმარებასა და განხორციელებაში ეფუძნება თანამედროვე გერმანულ საუკეთესო პრაქტიკას. ეს გულისხმობს ზუსტ გამოთვლებს, სისტემების სტრუქტურირებულ დიზაინს, ენერგოეფექტურობასა და ობიექტების გრძელვადიან საიმედო ექსპლუატაციას.
სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა

ნებისმიერი პროფილის ინდუსტრიული სამაცივრე მეურნეობის გამართვისთვის აუცილებელი დანადგარებისა და სერვისების სტული სპექტრი (Turnkey / EPC): დაგეგმარება, HVAC სისტემები, სივრცის დაგეგმვა და ენერგოოპტიმიზაცია, მშენებლობა, პოლიურითანის პანელების მონტაჟი, სამაცივრე კარებების მონტაჟი, გაციების სისტემების პროექტირება და ინსტალაცია. ფრიგოგეო იყენებს მხოლოდ გერმანული და სხვა ევროპულ მოწინავე მწარმოებლების დანადგარებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას.

სამაცივრე მეურნეობის ტექნიკური ზედამხედველობა
სამაცივრე მეურნეობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა: 
  • დისტანციურად გერმანელი სპეციალისტების მიერ, და 
  • ადგილზე ტექნკური ჩარევა (საჭიროების შემთხვევაში) ლოკალური სპეციალისტების მიერ.
კონსულტაცია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისთვის
გერმანელი სპეციალისტის საკონსულტაციო მომსახურება პროდუქციის შენახვის რეჟიმის ოპტიმიზაციისთვის, რაც მიზნად ისახავს პროდუქციის ხარისხის გრძელვადიანად შენარჩუნებას / დანაკარგების შემცირებას.
მოძველებული სამაცივრე მეურნეობის მოდერნიზაცია / გადაიარაღება
FrigoGeo უზრუნველყოფს არსებული სამაცივრე მეურნეობის ტექნიკურ მოდერნიზაციასა და გადაიარაღებას. 
გადაწყვეტილებები პროდუქტების მიხედვით
ხილისა და კენკრის შენახვა
— CA, ULO და DCA შენახვის სისტემები
რძის პროდუქტები
— ჰიგიენაზე ორიენტირებული სასაწყობო მაცივრების დიზაინი
საცალო ვაჭრობა და დისტრიბუცია
— ტემპერატურის კონტროლირებადი შენახვისა და დისტრიბუციის ინფრასტრუქტურა
ბოსტნეული
— ტემპერატურის, ტენიანობისა და ვენტილაციის მოქნილი ზონირება
ხორცი
— უარყოფითი ტემპერატურული რეჟიმები და ზონირების გადაწყვეტილებები
ზღვის პროდუქტები
— სტაბილური გაყინვისა და ცივად შენახვის საცავები
პროექტები საქართველოში
ფრიგოგეოს საქართველოში განხორციელებული აქვს ორი დასრულებული და ერთი მიმდინარე პროექტი ხილის შემნახველი სამაცივრე მეურნეობის კუთხით.



ინტერესის შემთხვევაში შესაძლებელია ვიზიტის ორგანიზება დასრულებულ CA სამაცივრე მეურნეობაში როგორც საქართველოში, ასევე შერჩეულ საერთაშორისო ლოკაციებზე.
პროექტის ვიზიტის მოთხოვნა
ხილის გრძელვადიანი შენახვსთვის საჭირო ტარის (ყუთები, ბუნკერები) შერჩევა
სწორად შერჩეული ტარა არსებით გავლენას ახდენს სამაცივრე სივრცეში სრულფასოვან / სიმეტრიულ ვენტილაციაზე. ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთ ოპტიმალური ტიპისა და მასალის ტარა თქვენი კულტურის, მოსავლის მოცულობისა და შენახვის რეჟიმის მიხედვით.

კონსულტაცია მოიცავს:


  • ტარის ტიპის შერჩევას კონკრეტული კულტურისთვის (ვაშლი, მსხალი, კენკრა, ბოსტნეული და სხვ.);
  • მასალის შერჩევას — პლასტმასი, ხე, ლითონი — ექსპლუატაციის ვადის, ჰიგიენურობისა და ღირებულების გათვალისწინებით;
  • ვენტილაციის პარამეტრების შეფასებას და ტარის ოპტიმიზაციას სამაცივრე სივრცის სიმეტრიული გაგრილების მისაღწევად;
  • მომწოდებლების რეკომენდაციას — მოთხოვნის შემთხვევაში.

შესაფერისია როგორც ახალი მაცივარი საწყობების პროექტებისთვის, ისე მოქმედი საწყობებისთვის, რომლებიც ტარის განახლებას გეგმავენ.

პარტნიორები
ევროპაში ლიდერი გერმანული კომპანია სამაცივრე ტექნოლოგიების წარმოების, ინსტალაციისა და მართვის კუთხით.
გერმანული საინჟინრო კომპანია ინდუსტრიული სამაცივრო მეურნეობებისა და სურსათის ლოგისტიკურ პროექტების მიმართულებით.
დაიწყეთ თქვენი სამაცივრე მეურნეობის პროექტი
აღწერეთ თქვენი პროექტი და მიზნები — ჩვენ შევარჩევთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

ვსაუბრობთ ქართულად, ინგლისურად, გერმანულად და რუსულად.
+995 595 989 999
+995 599 585 956
gnaskidashvili@smartagro.ge
ikhorava@smartagro.ge